არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?

ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?
  • ღმერთი?

  • ადამიანები?

  • სხვა ვინმე?

ბიბლიაში წერია:

„მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19).

„ღვთის ძე . . . ეშმაკის საქმეების მოსასპობად გამოჩნდა“ (1 იოანე 3:8).

ბიბლია გვეხმარება:

მივიღოთ ლოგიკური პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის მსოფლიოში ამდენი პრობლემა (გამოცხადება 12:12).

გვქონდეს უკეთესი მომავლის იმედი (1 იოანე 2:17).

შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიის?

დიახ, რადგან ამის სულ მცირე სამი მიზეზი არსებობს:

  • სატანის მმართველობის დღეები დათვლილია. ღმერთს გადაწყვეტილი აქვს, ბოლო მოუღოს დედამიწაზე სატანის მმართველობას. ის გვპირდება, რომ ბოლოს მოუღებს სატანა ეშმაკს და წაშლის მისი მმართველობის ყოველგვარ კვალს (ებრაელები 2:14).

  • ღმერთმა ქვეყნიერების მმართველად იესო ქრისტე დანიშნა. იესო სრულიად განსხვავდება დღევანდელი ქვეყნიერების სასტიკი და უმოწყალო მმართველისგან. გამეფებული იესოს შესახებ ღმერთი ამბობს: „ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს . . . ჩაგვრისა და ძალადობისგან იხსნის მათ“ (ფსალმუნი 72:13, 14).

  • ღმერთი არასოდეს ცრუობს. ბიბლიაში ნათლადაა ნათქვამი, რომ ღმერთი ტყუილს არასდროს ამბობს (ებრაელები 6:18). როდესაც იეჰოვა ღმერთი რამეს გვპირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად შეასრულებს მას (ესაია 55:10, 11). ღმერთი გვაიმედებს, რომ „ქვეყნიერების მმართველი გარეთ განიდევნება“ (იოანე 12:31).

დაფიქრდით:

როგორ შეიცვლება მსოფლიო მდგომარეობა, როდესაც მისი მმართველი განადგურდება?

ამ კითხვას შემდეგი ბიბლიური მუხლები პასუხობს: ფსალმუნის 37:10, 11 და გამოცხადების 21:3, 4.