არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 14 დეკემბერი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის მთავრობამ არ დააკმაყოფილა გაეროს მოთხოვნა ირინა ზახარჩენკოს ციხიდან შინაპატიმრობაში გადაყვანის თაობაზე

აზერბაიჯანის მთავრობამ არ დააკმაყოფილა გაეროს მოთხოვნა ირინა ზახარჩენკოს ციხიდან შინაპატიმრობაში გადაყვანის თაობაზე

აზერბაიჯანის მთავრობამ არ დააკმაყოფილა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოთხოვნა და არ გადაიყვანა ირინა ზახარჩენკო ციხიდან შინაპატიმრობაში და არც რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში. 2015 წლის 10 დეკემბერს, ერთი კვირის შემდეგ, რაც მთავრობამ მიიღო მოთხოვნა ირინა ზახარჩენკოს გადაყვანის თაობაზე, მოსამართლემ უარი განაცხადა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ირინა ზახარჩენკო უკვე ათი თვეა ციხეში იმყოფება, სადაც დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის; გარდა ამისა, მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის არასრულფასოვანი კვება და უძილობა.

მოსამართლემ აგრეთვე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა კიდევ ერთი მოწმის, ვალიდა ჯაბრაილოვას საქმის თაობაზე და არ გადაიყვანა იგი ციხიდან შინაპატიმრობაში.

შემდეგი სასამართლო მოსმენა დაგეგმილია 2015 წლის 17 დეკემბერს ბაქოში, პირალაჰის რაიონულ სასამართლოში.