არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 8 მაისი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვასთვის კომპენსაციის გადახდის საკითხი

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვასთვის კომპენსაციის გადახდის საკითხი

2018 წლის 16 აპრილს აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვასთვის კონპენსაციის გადახდას თერთმეტთვიანი უკანონო პატიმრობის გამო. 2017 წლის თებერვალში უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ორივე ქალბატონი, რომელთაც ბრალად ედებოდათ სახელმწიფო ნებართვის გარეშე რელიგიური ლიტერატურის გავრცელება. თუმცა უზენაესმა სასამართლომ კონპენსაციის გადახდის საკითხი სამოქალაქო სასამართლოებს მიანდო.

ირინა ზახარჩენკომ და ვალიდა ჯაბრაილოვამ, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, ყველა ბრალდების მოხსნის შემდეგ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო სასამართლოებს მიმართეს. 2017 წლის აგვისტოში რაიონულმა სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა კონპენსაციის გადახდა, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. 2017 წლის ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სამინისტრომ განაგრძო დავა და 2018 წლის თებერვალში საკასაციო საჩივრით უზენაეს სასამართლოს მიმართა. უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს საჩივარი და მხარი დაუჭირა ორივე ქალბატონისთვის კონპენსაციის გადახდის საკითხს.

გარდა ამისა, უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას მოუწიათ უხეში მოპყრობის ატანა უფლებამოსილი პირების მხრიდან, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება და დაარღვიეს ამ ორი უდანაშაულო ქალბატონის უფლებები.