არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 23 დეკემბერი
გერმანია

გამოიცა „მათეს“ და „იოანეს“ სახარებები გერმანულ ჟესტურ ენაზე

გამოიცა „მათეს“ და „იოანეს“ სახარებები გერმანულ ჟესტურ ენაზე

2021 წლის 18 დეკემბერს გამოიცა „მათეს“ და „იოანეს“ სახარებები გერმანულ ჟესტურ ენაზე. ამ გამოცემის შესახებ განცხადება ცენტრალური ევროპის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა დირკ გრუნდმანმა, გააკეთა. პროგრამა სტრიმინგის მეშვეობით გადაიცემოდა, რომელსაც დაახლოებით 800-მა ადამიანმა მოუსმინა.

გერმანიის მთავრობამ გერმანული ჟესტური ენა ოფიციალურად 2002 წელს აღიარა. თუმცა იეჰოვას მოწმეები 1960 წლის შემდეგ თარგმნიან კონგრესებს გერმანულ ჟესტურ ენაზე. დღეს ამ ენაზე 11 კრება და 21 ჯგუფია, სადაც მთლიანობაში 571 მაუწყებელი მსახურობს.

ძმა კონგრესის პროგრამას თარგმნის ჟესტურ ენაზე (მიუნხენი, გერმანია, 1973 წელი)

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გერმანულ ჟესტურ ენაზე მთლიანად ითარგმნა ბიბლიის წიგნები. მანამდე მაუწყებლებს მხოლოდ ცალკეული მუხლების ნახვა შეეძლოთ.

ერთი მაუწყებელი ამბობს: „ხშირად გვიჭირდა ბიბლიური პრინციპების მოძიება და მსახურების დროს შესაფერისი არგუმენტების მოყვანა ბიბლიიდან, რადგან მხოლოდ ცალკეული მუხლები იყო ნათარგმნი. ეს ბიბლიის შემსწავლელებსაც ხელს უშლიდა, რომ ახალ-ახალი საკითხები გამოეკვლიათ“.

გერმანულ ჟესტურენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფი

ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „მიხარია, რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ღვთის სიტყვის თარგმნაში. ბედნიერი ვარ, რომ ეს თარგმანი ყრუ-მუნჯ და-ძმებს კიდევ უფრო დააახლოებს იეჰოვასთან“.

ვლოცულობთ, რომ ეს ახალი გამოცემა კიდევ ბევრს დაეხმაროს, გაიცნოს ჩვენი ღმერთი, იეჰოვა (ფსალმუნი 25:9).