არჩეულ მასალაზე გადასვლა

დარბაზი, სადაც თავდასხმა მოხდა. მოქალაქეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მწუხარების გამოსახატავად დარბაზის შესასვლელთან ყვავილები მიიტანეს.

20 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
გერმანია

შეიარაღებული თავდასხმა იეჰოვას მოწმეთა დარბაზში

შეიარაღებული თავდასხმა იეჰოვას მოწმეთა დარბაზში

2023 წლის 9 მარტს ჰამბურგის (გერმანია) ერთ-ერთ კრებაში შუა კვირის შეხვედრის დასრულების შემდეგ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. პოლიციამ სწრაფად მოახდინა რეაგირება და ჩვენს დარბაზში სპეცოპერაცია ჩაატარა, თუმცა თავდასხმას მაინც ემსხვერპლა რამდენიმე ჩვენი და-ძმა, ზოგიც დაშავდა. საბოლოოდ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გერმანიაში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არაერთმა ხელისუფლების წარმომადგენელმა, ორგანიზაციამ და ცალკეულმა პირმა მიუსამძიმრა იეჰოვას მოწმეებს და ამ ფაქტის გამო წუხილი გამოხატა.

დაზარალებული და-ძმები

  • სამწუხაროდ, დაიღუპა 4 ძმა, 2 და და 1 ჯერ არდაბადებული ბავშვი.

  • დაშავდა 2 ძმა და 7 და.

დაზარალებულთა დახმარება

  • ცენტრალური ევროპის ფილიალის წარმომადგენლებმა, ორმა სარაიონო ზედამხედველმა და ადგილობრივმა უხუცესებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ და-ძმები ენუგეშებინათ და გვერდში დასდგომოდნენ.

ყველანი ვლოცულობთ მათთვის, ვისზეც ამ ტრაგედიამ თავისი კვალი დატოვა. იეჰოვა „ციხესიმაგრეა გაჭირვების დღეს“, ამიტომ გვჯერა, ის დაგვეხმარება, ნებისმიერი სირთულის პირისპირ მშვიდად განვაგრძოთ მისადმი მსახურება (ნაუმი 1:7).