არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 6 მაისი
გვატემალა

გვატემალას სკოლებში ახალგაზრდებს შორის ძალადობის აღმოფხვრის მიზნით იეჰოვას მოწმეებისგან პუბლიკაციებს ითხოვენ

გვატემალას სკოლებში ახალგაზრდებს შორის ძალადობის აღმოფხვრის მიზნით იეჰოვას მოწმეებისგან პუბლიკაციებს ითხოვენ

მეხიკო — გვატემალას სამი სკოლის დირექციამ იეჰოვას მოწმეებს თხოვნით მიმართა, რომ მათი სკოლებისთვის თავიანთი პუბლიკაციები მიეწოდებინათ. დირექციას სურს, რომ ამ პუბლიკაციებში მოცემული მასალა სკოლის სასწავლო პროგრამაში ჩართოს. პასუხად მოწმეებმა სხვადასხვა ლიტერატურა (მთლიანობაში 3 500 ეგზემპლარი) გაუგზავნეს ამ სკოლებს ესპანურ და კიჩე ენებზე. კიჩე ამერიკელი ინდიელების ენაა, რომლებიც მაიას ტომს მიეკუთვნებიან; ამ ენაზე გვატემალას დასავლეთით მდებარე მთიან რეგიონებში ლაპარაკობენ.

პარაჯე ხეპესის დაწყებით სკოლაში მასწავლებელი ბავშვებს ასწავლის იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნის „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და ბროშურის „ბიბლიური გაკვეთილები“ გამოყენებით

სკოლების დირექცია უმთავრესად იმიტომ დაუკავშირდა იეჰოვას მოწმეებს, რომ მათი ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციებიდან, რომლებიც კიჩე ენაზე გამოსცემენ ლიტერატურას და თანაც, თავიანთ პუბლიკაციებში ისეთ პრობლემატურ საკითხებს აშუქებენ, რის წინაშეც გვატემალელი ახალგაზრდები დგანან. პარაჯე ხეპესის დაწყებითი სკოლის (Official Rural Coeducational Elementary School) ოფიციალურ დოკუმენტში პროფესორი მარია კორტეზი აღნიშნავს, რომ ლიტერატურა, რომელიც სკოლის დირექციამ მოითხოვა, „ხელს უწყობს იმ ფასეულობებისა და ზნეობრივი პრინციპების შენარჩუნებას, რაც დღეს ასე სჭირდება საზოგადოებას“.

ელისა მონილა დე შტალმის სახელობის სკოლაში მოსწავლეები კითხულობენ კიჩე ენაზე წიგნს „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“

ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ახალგაზრდებში კრიმინალმა და ძალადობამ ფეხი მოიკიდა მთელ გვატემალაში. ამიტომ ქვეყანაში ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლმა სხვადასხვა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებსა და მთელ საზოგადოებას ჩართავენ სპეციალურ პროგრამაში; ამ პროგრამის თანახმად, ყველა ეს ადამიანი სკოლების ტერიტორიის გარშემო შექმნის, ასე ვთქვათ, უსაფრთხო ზონებს, სადაც ჩაებმებიან ახალგაზრდებისა თუ მოზარდებისთვის სასარგებლო საქმიანობაში და მათ პროფესიულ დახმარებას აღმოუჩენენ“. ამასთან, ერთ-ერთმა სასწავლებელმა (National Institute of Basic Education with Agricultural Orientation), აგრეთვე ელისა მონილა დე შტალმის სახელობის სკოლამ (Elisa Molina de Sthall Official Rural Coeducational School) და პარაჯე ხეპესის დაწყებითმა სკოლამ კიჩე ენაზე მოითხოვეს წიგნის „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ ეგზემპლარები. ზემოხსენებულმა სასწავლებელმა აგრეთვე ესპანურ ენაზე მოითხოვა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი წიგნები „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1 და 2. შემდეგ ეს წიგნები დაურიგდა მშობლებს, რათა მათი მეშვეობით შვილებს დაეხმარონ ეთიკის გაკვეთილებისთვის საშინაო დავალებების მომზადებაში. გარდა ამისა, სკოლის სასწავლო პროგრამაში ჩართეს ვიდეო „გზასაცდენილი შვილის დაბრუნება“.

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი გვატემალაში, ერიკ დე პაზი, აღნიშნავს: „მართალია, ჩვენი მთავარი მიზანია, ხალხს მათივე სახლებში გავაცნოთ სასიხარულო ცნობა, მაგრამ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პუბლიკაციების მეშვეობით მასწავლებლები და მშობლები ახალგაზრდებს დიდ დახმარებას უწევენ“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

გვატემალა: ხუან კარლოს როდასი +502 5967 6015

მეხიკო: გამალიელ კამარილო, ტელ. +52 555 133 3048