არჩეულ მასალაზე გადასვლა

აღდგენილი სამეფო დარბაზი ჰიროსიმაში

2018 წლის 7 ნოემბერი
იაპონია

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან წყალდიდობით დაზარალებულებს იაპონიაში

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან წყალდიდობით დაზარალებულებს იაპონიაში

47 000-ზე მეტი ჩვენი და-ძმა ცხოვრობს დასავლეთ იაპონიის იმ რეგიონში, რომელიც 2018 წლის ივლისში წყალდიდობით დაზარალდა. სტიქიიდან მალევე დაახლოებით 4 900 მოხალისე ჩაება დაზარალებულთა დახმარების საქმეში. მათ გაწმენდითი და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარეს მოწმეთა დაზიანებულ სახლებსა და სამეფო დარბაზებს.

მოხალისეებს ნაგავი გააქვთ სამეფო დარბაზიდან

სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების სამი კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩვენმა და-ძმებმა გაასუფთავეს და შეარემონტეს წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ცხრა სამეფო დარბაზი. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი სამეფო დარბაზის რესტავრაცია. ამას გარდა, შეაკეთეს და გაამაგრეს იეჰოვას მოწმეთა 184 სახლი. მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 11 სახლის შერემონტება.

სამეფო დარბაზი ეჰიმეის პროვინციაში შეკეთებამდე და მის შემდეგ

ეჰიმეიში მცხოვრები აბეების ოჯახი, რომელთა სახლიც შეაკეთეს

ტარო და კეიკო აბეების სამშვილიანი ოჯახი, პირველი იყო ეჰიმეიში, რომელსაც დახმარება გაეწია. წყალდიდობიდან მესამე დღესვე მათ დასახმარებლად თანაქრისტიანები მივიდნენ მეზობელი კრებებიდან. მათი დაზიანებული სახლი დატბორილი იატაკის გამოცვლასაც საჭიროებდა. ადგილობრივმა მოწმეებმა ბავშვებს ახალი საწოლები და მაგიდები მიუტანეს.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ჯეფრი ჯექსონმა, რომელიც იაპონიაში იმყოფებოდა სპეციალური მისიით, 2018 წლის 20 სექტემბერს ოკაიამას სამეფო დარბაზში სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე გამამხნევებელი მოხსენება წარმოთქვა. მთლიანობაში, მოხსენება მოისმინა 36 691 და-ძმამ, რომელთა შორისაც იყვნენ ცოტა ხნის წინ მომხდარი ტაიფუნისა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული და-ძმებიც. ძმა ჯეფრიმ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ ზრუნავს და ანუგეშებს იეჰოვა თავის ხალხს ყოველგვარ გასაჭირში. იგი პირადად ესაუბრა სტიქიით დაზარალებულ და-ძმებს და ანუგეშა ისინი.

იაპონელ და-ძმებთან ერთად ჩვენც ვხარობთ, რომ ვართ იმ ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც ჩვენი ზეციერი მამის მსგავსად ზრუნავს ღვთის ხალხზე და სიყვარულს საქმეებში ავლენს (2 კორინთელები 1:3, 4).

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა ჯეფრი ჯექსონი, ესაუბრება ოკაიამაში მცხოვრებ დას, რომელიც წყალდიდობის შედეგად დაზარალდა 2018 წლის ივლისში