არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 10 სექტემბერი
იაპონია

წყალდიდობა იაპონიაში

წყალდიდობა იაპონიაში

2019 წლის 28 აგვისტოს იაპონიაში, კიუსიუს რეგიონში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ საკმაოდ ვრცელი ტერიტორია მოიცვა. ადიდებული მდინარეებისა და მოსალოდნელი მეწყერების გამო მოხდა 800 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება. იაპონიის ფილიალის ცნობით, 82 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. უკანასკნელი მონაცემებით, მსუბუქად დაზიანდა ერთი სამეფო დარბაზი, ჩვენი და-ძმების 40 სახლს კი სერიოზული ზიანი მიადგა.

დაზარალებული მაუწყებლების დასახმარებლად ფილიალმა ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი. სარაიონო ზედამხედველები ადგილობრივ უხუცესებთან და მაუწყებლებთან ერთად სულიერ და ფიზიკურ დახმარებას უწევენ დაზარალებულ და-ძმებს. იეჰოვას ვემადლიერებით იმისთვის, რომ ძმური სიყვარული სულ უფრო მეტ თანაქრისტიანს აღძრავს, დახმარების ხელი გაუწოდოს გასაჭირში მყოფ თანამორწმუნეებს (2 კორინთელები 8:4).