2018 წლის 12 ივლისი
იაპონია
გამანადგურებელი წყალდიდობა დასავლეთ იაპონიაში
დასავლეთ იაპონიაში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 169-ს აღწევს, ხოლო 255 000-ზე მეტი ოჯახი დღემდე სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიის შედეგად არცერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა, თუმცა 200 და-ძმის ევაკუაცია მოხდა. დაშავდა ერთი და, რომელსაც საავადმყოფოში მკურნალობა ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მოწმეების სულ მცირე 103 სახლი დაზიანდა, ერთი კი სრულიად განადგურდა. გარდა ამისა, წყალდიდობის შედეგად 11 სამეფო და საკონგრესო დარბაზი დაზიანდა.
ძმებმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბეს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების ოთხი კომიტეტი, რათა გაამხნეონ და ანუგეშონ დაზარალებული და-ძმები; აგრეთვე ეს კომიტეტები ზრუნავენ, რომ თანამორწმუნეები საკვებით, ტანსაცმლითა და სასმელი წყლით მოამარაგონ. გარდა ამისა, ისინი ორგანიზებას გაუწევენ და-ძმების დაზიანებული სახლების შეკეთებასა და დასუფთავებას და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას.
მხურვალედ ვლოცულობთ სტიქიური უბედურებით დაზარალებული იაპონელი და-ძმებისთვის. მოუთმენლად ველით დროს, როცა იესო ქრისტე თავისი ძალით დაიცავს დედამიწას ყოველგვარი სტიქიური უბედურებისგან (მათე 8:26, 27).