2018 წლის 26 ივნისი
კამერუნი
კამერუნში ახალი ფილიალი შენდება
კამერუნის ქალაქ დუალაში არსებულ ბეთელში დაახლოებით 50 და-ძმა მსახურობს სრული დროით. მათი სამუშაო ოფისები ამჟამად ბონაბერის დასახლებაში მდებარეობს, მაგრამ მალე ისინი გადავლენ ახალ შენობებში, რომლებიც განთავსებული იქნება ლოგბესუს დასახლებაში. ის ფაქტი, რომ კამერუნში ახალი ფილიალის აშენების საჭიროება გაჩნდა, იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში სწრაფად იზრდება მაუწყებლების რიცხვი. 2017 წელს კამერუნში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 100 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, რაც ორჯერ აღემატება მაუწყებლების რიცხვს.
ახალი ფილიალი უკვე არსებული საკონგრესო დარბაზის გვერდით შენდება. სამშენებლო საქმე საძირკვლის ჩაყრით დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ შენობები ირგვლივ არსებული საცხოვრებელი სახლების მსგავს იერსახეს მიიღებს; ცალკე იქნება ადმინისტრაციული შენობა, როგორც პირველ სურათზეა ნაჩვენები. გეგმის მიხედვით ბეთელის ოჯახი 2019 წლის ბოლოს გადავა ახალ შენობებში.
„ძალიან სასიამოვნოა ათასობით მოხალისე და-ძმის დანახვა, რომლებიც მოდიან მშენებლობაზე და ესაიას მსგავს მზადყოფნის სულს ავლენენ“, — ამბობს ჯილ მბა, კამერუნის ბეთელის ოჯახის წევრი, რომელიც საინფორმაციო განყოფილებაში მსახურობს (ესაია 6:8). ის განაგრძობს: „ამ სასიამოვნო ორომტრიალმა ბეთელელები ახალი ძალებით აგვავსო. ძალიან გვსურს, რომ ეს ახალი შენობები სათანადო მიზანს — იეჰოვას სახელის განდიდებას — მოემსახუროს“.