არჩეულ მასალაზე გადასვლა

ნაუატლურ (ზემოთ მარცხნივ) და ტარასკანულ (ზემოთ მარჯვნივ) ენებზე მოსაუბრე და-ძმებს ხელში უჭირავთ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.

20 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
მექსიკა

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ნაუატლურ და ტარასკანულ ენებზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ნაუატლურ და ტარასკანულ ენებზე

2023 წლის 9 ივნისს რეგიონული კონგრესის „კვლავაც მოითმინეთ!“ პირველ დღეს გამოცხადდა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ნაუატლურ (ცენტრალური) და ტარასკანულ ენებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ კონგრესი ორივე ენაზე ცალ-ცალკე ჩატარდა.

ნაუატლური (ცენტრალური)

ამ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ გამოცემის შესახებ განცხადება ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა შონ სკრიბნერმა, გააკეთა. კონგრესი პუებლას შტატში (მექსიკა) გაიმართა და მას 1 474 ადამიანი დაესწრო. ამ ენაზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი საუბრობს მექსიკის შვიდ შტატში.

მთარგმნელობითი ჯგუფი ცდილობდა, რომ მარტივად გასაგები ფრაზები და ხშირად გამოყენებადი სიტყვები შეერჩია თარგმნისას. გარდა ამისა, ამ ახალ თარგმანში შესულია სქოლიოები, რომლებშიც ზოგი სიტყვა სხვადასხვა დიალექტზეა მოცემული. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, მასში სრულად არის აღდგენილი ღვთის სახელი, იეჰოვა.

ტარასკანული

ამ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ გამოცემის შესახებ განცხადება ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა კურტის მილსმა, გააკეთა. კონგრესი მიჩოაკანის შტატში (მექსიკა) გაიმართა და მას 662 ადამიანი დაესწრო. ამ ენაზე დაახლოებით 175 000 ადამიანი საუბრობს მექსიკაში, ხოლო აშშ-ში — 60 000.

მართალია, ტარასკანულ ენაზე აქამდეც იყო ხელმისაწვდომი „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ სხვა თარგმანები, მაგრამ მათში არქაული ენაა გამოყენებული და რთულად გასაგებია. ამასთანავე, ამ თარგმანებში ზოგი ბიბლიური მოძღვრება დამახინჯებულია. მაგალითად, ერთ-ერთ თარგმანში იოანეს 10:30 შემდეგნაირად არის ნათარგმნი: „მე და მამა ერთი და იგივე ვართ“. თუმცა ამ ახალ თარგმანში ეს მუხლი ასე ითარგმნა: „მე და მამა ერთნი ვართ“. ასეთმა თარგმანმა გამოკვეთა ის აზრი, რომ იეჰოვა და იესო თანასწორნი კი არ არიან, არამედ ერთობლივად ასრულებენ თავიანთ განზრახვას.

ვლოცულობთ, რომ ბიბლიის ეს თარგმანები ბევრს დაეხმაროს, გაიცნოს იეჰოვა და თაყვანი სცეს მას (ესაია 2:3).