არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 20 ივნისი
მექსიკა

მექსიკა, მონტერეი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

მექსიკა, მონტერეი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
  • თარიღი: 7—9 ივნისი, 2019

  • ადგილი: „ბანკომერის სტადიონი“ მონტერეიში (მექსიკა)

  • ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ესპანური, ინგლისური, მექსიკური ჟესტური

  • იმ ადგილების რაოდენობა, სადაც პროგრამა ტრანსლაციით გადაიცემოდა: 38 ადგილი 6 ქვეყანაში (გვატემალა, კოსტა-რიკა, მექსიკა, ნიკარაგუა პანამა და ჰონდურასი)

  • დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 39 099

  • მონათლულთა რაოდენობა: 393

  • სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 4 682

  • მიწვეული ფილიალები: არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, იაპონია, იტალია, ნიდერლანდი, პარაგვაი, პერუ, საფრანგეთი, შეერთებული შტატები

  • ადგილობრივი შემთხვევა: შაბათს კონგრესის ტერიტორიას ქალაქ გვადალუპეს მერიის წარმომადგენელი, რობერტო ვალერო ეწვია. სხვა ბევრ რამესთან ერთად მან ასეთი რამ თქვა: „ჩვენი მთავრობა ვალდებულია, ხელი შეუწყოს ხალხის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. იეჰოვას მოწმეები მნიშვნელოვნად უჭერთ მხარს ამას იმით, რომ ხართ კარგი მოქალაქეები. ეს მთელი ქალაქისთვისაა ცნობილი“.

 

და-ძმები ეგებებიან სტუმრებს მონტერეის საერთაშორისო აეროპორტში.

დელეგატები შედიან საკონგრესო შენობაში. ფონზე მოჩანს საუცხოო სილას მთა.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა მარკ სანდერსონი, დასკვნით მოხსენებას წარმოთქვამს პარასკევს.

ნათლობის სცენა ერთ-ერთ აუზში.

სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული და-ძმები ყურადღებით უსმენენ კონგრესის პროგრამას.

სტუმრად ჩამოსული სპეციალური სრული დროით მსახურები ხელს უქნევენ და-ძმებს კონგრესის ბოლო დღეს.

აპოდაკაში (მექსიკა) მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ხელში უჭირავს პლაკატი, წარწერით: „გვიყვარხართ“!

სტუმარი და ქადაგებს ადგილობრივ დასთან ერთად.

სტუმრებმა ისიამოვნეს ჩრდილოეთ-მექსიკური ცეკვის ყურებით, რომელიც „პოლკა ნორტენას“ სახელითაა ცნობილი.

ჯალისკოს (მექსიკა) შტატში და-ძმები ასრულებენ ტრადიციულ ხალხურ ცეკვას.