არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 20 სექტემბერი
მექსიკა

სამხრეთ მექსიკას ქარიშხალი „მაქსი“ დაატყდა თავს

სამხრეთ მექსიკას ქარიშხალი „მაქსი“ დაატყდა თავს

2017 წლის 14 სექტემბერს სამხრეთ მექსიკაში წყნარი ოკეანის სანაპიროს ქარიშხალი „მაქსი“ დაატყდა თავს, რომელიც საბოლოოდ ტროპიკულ შტორმად გადაიქცა. ქარიშხალს ძლიერი ქარები და წვიმები მოჰყვა, რამაც დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია.

ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დაიღუპა ჩვენი ერთი ძმა, რომელიც ქარიშხლის დროს მეზობლის დახმარებას ცდილობდა. მეხიკოში იეჰოვას მოწმეების ფილიალი კოორდინირებას უწევს დაზარალებულთა დახმარებას და თანამშრომლობს ადგილობრივ კრებებთან, რათა ქარიშხლის შედეგად დაზარალებულებს საჭირო დახმარება აღმოუჩინოს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

მეხიკო: გამალიელ კამარილო, ტელ. +52-555-133-3048