3 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
მოზამბიკი
გამოიცა „მათეს სახარება“ ჩოპი ენაზე
2023 წლის 29 ოქტომბერს ქვისიქოში (მოზამბიკი) გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა მარსელო სანტოსმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ ჩოპი ენაზე. შეხვედრას მთლიანობაში 460 ადამიანი ესწრებოდა. ამ გამოცემის ბეჭდური და ციფრული ვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი. ციფრულ ვერსიას თან დაერთო აუდიოჩანაწერებიც.
ჩოპი ენაზე დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანი საუბრობს, რომლებიც, ძირითადად, მოზამბიკის სამხრეთ პროვინციებში ცხოვრობენ. ჩოპიენოვან შვიდ კრებასა და ხუთ ჯგუფში 332 და-ძმა მსახურობს. მართალია, ამ ენაზე ბიბლიის სხვა თარგმანებიც არსებობს, მაგრამ არცერთ მათგანში არაა მოხსენიებული იეჰოვას სახელი. ამასთანავე, ისინი ძალიან ძვირი ღირს და მათში მოძველებული ენაა გამოყენებული.
ჩვენც ვხარობთ ჩოპიენოვან და-ძმებთან ერთად და ვლოცულობთ, რომ ეს ახალი თარგმანი კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროს ჭეშმარიტების პოვნაში (ესაია 55:1).