2015 წლის 30 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
იწყება იეჰოვას მოწმეების 2015 წლის რეგიონული კონგრესები
ნიუ-იორკი — იეჰოვას მოწმეები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2015 წლის 22 მაისიდან იწყებენ რეგიონულ კონგრესებს. ეს კონგრესები, სახელწოდებით „მიჰძაბეთ იესოს!“, ჩატარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გაგრძელდება 2016 წლის იანვრამდე. იმ ქალაქებში, სადაც კონგრესები ჩატარდება, ადგილობრივი მოწმეები მონაწილეობას მიიღებენ სამკვირიან კამპანიაში და ხალხს მოიწვევენ ამ კონგრესებზე, რომელზე დასწრებაც უფასოა.
„წლევანდელი კონგრესის თემა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, რომ იესო ქრისტე საყოველთაოდ ცნობილი პიროვნებაა და შესანიშნავ მაგალითს აძლევს ნებისმიერი ასაკის, წარმომავლობისა თუ კულტურის ადამიანს, — აღნიშნავს იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) წარმომადგენელი, რიჩარდ ბრაუნი. — ვიმედოვნებთ, რომ დამსწრე საზოგადოება ისიამოვნებს პროგრამის იმ ნაწილით, სადაც გაცოცხლებული იქნება იესოს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები. ამ ნაწილში წარმოდგენილი საინტერესო და შთამბეჭდავი ვიდეორგოლები დაგვანახვებს, რა მხრივ იქნება ჩვენთვის კარგი, თუ შევეცდებით, ყოველთვის მივბაძოთ იესოს“.
რეგიონული კონგრესის „მიჰბაძეთ იესოს!“ ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი შეგიძლიათ მოიძიოთ იეჰოვას მოწმეების ვებ-გვერდზე jw.org. იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც სურთ ამ კონგრესის პროგრამის გაშუქება, შეუძლიათ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ადგილობრივი საკონტაქტო პირის კოორდინატების დასადგენად, დაუკავშირდნენ იეჰოვას მოწმეების უახლოეს ფილიალს.
საკონტაქტო პირი:
საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000