2023 წლის 9 იანვარი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
რამაპოს პროექტი
რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა სპეციალური ნებართვა გასცა
2022 წლის 28 დეკემბერს რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა ტერიტორიის ზონირებასთან და გასუფთავებასთან დაკავშირებით ახალი ნებართვა გასცა. a ეს სპეციალური ნებართვა საშუალებას გვაძლევს, რომ ტერიტორიაზე ავაშენოთ ოფისები, სტუდიები და საცხოვრებელი სახლები. ამასთანავე, სანამ წელს, ოდნავ მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვას მივიღებთ, გვაქვს ტერიტორიის ხეებისგან გასუფთავების უფლება. სპეციალური ნებართვა ხელს შეუწყობს პროექტის დათქმულ ვადებში დასრულებას.
სამშენებლო კომიტეტის წევრი, ძმა დეივიდ სოტო, ამბობს: „ძალიან გვახარებს ამ ახალი ნებართვის მიღება. მშენებლობის დაწყებამდე კიდევ ბევრი ეტაპის გავლა მოგვიწევს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, იეჰოვა კვლავაც მხარს დაუჭერს ამ პროექტის მშენებლობას“.
დროის დიაგრამა
2019 წლის 5 ოქტომბერი
ხელმძღვანელი საბჭო აკეთებს განცხადებას ახალი სამშენებლო პროექტის შესახებ, რომელიც რამაპოში (ნიუ–იორკი) აშენდება და განკუთვნილი იქნება აუდიო-ვიდეომასალის მომზადებისთვის.
2020 წლის 26 ივნისი
გაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულება რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურთან.
2020 წლის 8 ივლისი
რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურთან გაიმართა პირველი ოფიციალური შეხვედრა.
2021 წლის 31 მარტი
შეიქმნა დოკუმენტი, რომელშიც განიხილებოდა, თუ რა გავლენას მოახდენდა პროექტის მშენებლობა გარემოზე.
2022 წლის 8 მარტი
ტაქსიდოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა გასცა რამაპოს კომპლექსამდე მისასვლელი გზის გადაკეთებისა და გაფართოების ნებართვა.
2022 წლის 12 მარტი
საბოლოოდ დადგინდა, თუ რა გავლენას მოახდენდა პროექტის მშენებლობა გარემოზე.
2022 წლის 9 ნოემბერი
რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა ახალი ნებართვა გასცა ტერიტორიის ზონირებასთან დაკავშირებით.
2022 წლის 28 დეკემბერი
რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა ტერიტორიის ზონირებასთან და გასუფთვებასთან დაკავშირებით ახალი ნებართვა გასცა.
მიმდინარე
ველოდებით მშენებლობის ნებართვას.
a 2022 წლის 9 ნოემბერს რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოგვცა საშუალება, განაცხადი შეგვეტანა ტერიტორიის გასუფთავებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად.