არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 2 დეკემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ქარიშხალი „იოტა“ სერიოზულ ზიანს აყენებს კოლუმბიას, ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკას

ქარიშხალი „იოტა“ სერიოზულ ზიანს აყენებს კოლუმბიას, ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკას

ადგილმდებარეობა

ცენტრალური ამერიკა, კოლუმბია, მექსიკა

სტიქია

  • 2020 წლის 15 და 16 ნოემბერს ქარიშხალმა „იოტამ“, რომელმაც მეხუთე კატეგორიას მიაღწია, გამანადგურებელი ზიანი მიაყენა კოლუმბიის ჩრდილოეთით მდებარე ზოგ მხარეს, განსაკუთრებით, კარიბის ზღვის აუზის კუნძულებს: სან-ანდრესსა და პროვიდენსიას.

  • ძლიერი ქარიშხლით გამოწვეულ კოკისპირულ წვიმებს წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა.

  • ქარიშხალი „იოტა“ ნიკარაგუას 2020 წლის 16 ნოემბერს დაატყდა თავს, შემდეგ კი ცენტრალური ამერიკის სხვა მხარეებისკენ აიღო გეზი, რომელთაც წინა თვეში ქარიშხალმა „ეტამ“ გადაუარა და დიდი ზიანი მიაყენა.

დაზარალებული და-ძმები

ცენტრალური ამერიკა

  • კოსტა-რიკა

    • 22 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

  • გვატემალა

    • 93 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

  • ჰონდურასი

    • 1 531 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

    • 2-მა მაუწყებელმა მიიღო სხეულის მცირე დაზიანება.

  • ნიკარაგუა

    • 75 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

  • პანამა

    • 16 მაუწყებელს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

კოლუმბია

    • პროვიდენსიაზე მცხოვრებმა 1-მა მაუწყებელმა მოიტეხა მხარი.

    • სან-ანდრესზე მცხოვრებმა ერთმა მაუწყებელმა მიიღო სხეულის მცირე დაზიანება.

მექსიკა

    • ტაბასკოსა და ვერაკრუსის შტატებში მცხოვრებ 1 248 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

მატერიალური ზარალი

ცენტრალური ამერიკა

  • კოსტა-რიკა

    • დაზიანდა და-ძმების 9 სახლი.

  • გვატემალა

    • დაზიანდა და-ძმების 18 სახლი.

    • მცირე ზიანი მიადგა იეჰოვას მოწმეთა 7 დარბაზს.

    • სერიოზული ზიანი მიადგა იეჰოვას მოწმეთა 2 დარბაზს.

  • ჰონდურასი

    • მცირედ დაზიანდა იეჰოვას მოწმეთა 7 დარბაზი.

    • დაზიანდა და-ძმების 227 სახლი.

  • ნიკარაგუა

    • დაზიანდა და-ძმების 106 სახლი.

    • მცირე ზიანი მიადგა იეჰოვას მოწმეთა 3 დარბაზს.

  • პანამა

    • დაზიანდა და-ძმების 5 სახლი.

    • სერიოზული ზიანი მიადგა იეჰოვას მოწმეთა 2 დარბაზს.

კოლუმბია

    • პირველადი ცნობების თანახმად სტიქიის შედეგად პროვიდენსიაზე მცხოვრები ბევრი და-ძმის სახლს სერიოზული ზიანი მიადგა და დაინგრა ერთი დარბაზი. ქარიშხალმა სრულიად გაანადგურა სატელეფონო და ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც ამჟამად კუნძულზე კავშირი შეზღუდულია.

    • კუნძულ სან-ანდრესზე მცირედ დაზიანდა და-ძმების 20 სახლი და 1 დარბაზი.

მექსიკა

    • დაზიანდა და-ძმების 184 სახლი.

პროვიდენსიაში (კოლუმბია) მდებარე იეჰოვას მოწმეთა დარბაზი ქარიშხალ „იოტამდე“ და მის შემდეგ

დაზარალებულთა დახმარება

  • კოლუმბიის ფილიალის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელიც თანამშრომლობს ადგილობრივ სარაიონო ზედამხედველთან. ძმები დროულ ფიზიკურ და სულიერ დახმარებას უწევენ სტიქიით დაზარალებულ და-ძმებს.

  • ცენტრალური ამერიკის ფილიალის ზედამხედველობით შეიქმნა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ოთხი კომიტეტი, რომელიც ხელმძღვანელობას უწევს ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკაში ქარიშხლების „ეტას“ და „იოტას“ შედეგად დაზარალებული და-ძმების დახმარების საქმეს. სარაიონო ზედამხედველები სულიერად ამხნევებენ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. გარდა ამისა, ადგილობრივმა კრებებმა სურსათით დატვირთული 400-ზე მეტი ფუთა გაუგზავნეს ჰონდურასსა და ნიკარაგუაში მცხოვრებ და-ძმებს. საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხო ადგილას მცხოვრები მოწმეები ევაკუირებულ და-ძმებს თავიანთ სახლებში იფარებენ.

  • დახმარების აღმოჩენის დროს ჩვენი და-ძმები ზედმიწევნით იცავენ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს.

მართალია, ღვთის თაყვანისმცემლები არ ვართ დაცული განსაცდელებისგან, მათ შორის არც სტიქიური უბედურებებისგან, მაგრამ ბოლომდე ვართ მინდობილი ჩვენს ღმერთზე, იეჰოვაზე, რადგან ის ჩვენი თავშესაფარია (ფსალმუნი 142:5).