არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 5 აპრილი
ნიგერია

„სიხარულის ყიჟინი“ — ნიგერიაში გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ორ ენაზე

„სიხარულის ყიჟინი“ — ნიგერიაში გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ორ ენაზე

2019 წლის 12 იანვარს ნიგერიაში გაიმართა სპეციალური შეხვედრა ბენინ-სიტის საკონგრესო დარბაზში. შეხვედრაზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ჯეფრი ჯექსონმა, დამსწრე საზოგადოებას ამცნო „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსიის გამოცემის შესახებ ისოკო და იორუბა ენებზე. მთლიანობაში პროგრამას უსმენდა 60 672 ადამიანი. პროგრამა ტრანსლაციით გადაიცემოდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ნიგერიის 106 სამეფო დარბაზში, 9 საკონგრესო დარბაზში და მეზობელ ბენინში.

ძმა ჯეფრი ჯექსონი ბენინ-სიტის (ნიგერია) საკონგრესო დარბაზში ერთ ოჯახთან ერთად

ნიგერიის ფილიალის წარმომადგენელი ძმა გად ედია აღნიშნავს: „ბიბლიის თარგმნას ისოკო ენაზე 3 წელი და ორი თვე დასჭირდა, ხოლო იორუბა ენაზე — 3 წელი და 3 თვე. ნიგერიაში 5 000-ზე მეტი მაუწყებელი საუბრობს ისოკო ენაზე, 50 000-ზე მეტი — იორუბა ენაზე. როცა და-ძმებმა მიიღეს გადამუშავებული თარგმანი, ერთმა ძმამ მსმენელთა რეაქცია ასე აღწერა: „სიხარულის ყიჟინი“. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია!“

დღეისათვის, მთლიანად ან ნაწილობრივ, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოცემულია 179 ენაზე.

გული მადლიერებით გვევსება ამ ყველაფრის გამო, რადგან ჩვენს და-ძმებს უკვე ადვილად შეუძლიათ წაიკითხონ და ისწავლონ ბიბლია ამ ენებზე (2 ტიმოთე 3:17).