2019 წლის 15 აგვისტო
პოლონეთი
პოლონეთი, ვარშავა — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
თარიღი: 9—11 აგვისტო, 2019
ადგილი: ვარშავის ლეგიას მუნიციპალური სტადიონი და ტორვარის დარბაზი, ვარშავა
ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ინგლისური, პოლონური
დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 32 069
მონათლულთა რაოდენობა: 190
სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 6 892
მიწვეული ფილიალები: ეკვადორი, იაპონია, კორეა, მოლდოვა, რუმინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, შეერთებული შტატები, ჩილე, ცენტრალური ევროპა
ადგილობრივი შემთხვევები: კამილ კაზმიერკივიჩი ერთ-ერთი სასტუმროს მთავარი მენეჯერია, სადაც დელეგატები დაბინავდნენ. მან ასეთი რამ მოგვწერა: „თქვენთან თანამშრომლობა ძალიან გაგვიადვილდა. ნეტა ყოველთვის თქვენნაირი კეთილი და პოზიტიური სტუმრები გვყავდეს. თქვენ შორის არსებული ერთობა და სიყვარული აშკარა იყო ... ქედს ვიხრი ამ ღონისძიების ორგანიზატორების წინაშე“.
კამილ ლუბანსკიმ, სატრანსპორტო კომპანიის მფლობელმა, რომელიც ავტობუსებით ემსახურებოდა დელეგატებს, აღნიშნა: „თავიდანვე მივხვდი, რომ იეჰოვას მოწმეებთან კარგად ვითანამშრომლებდით. ძალიან ორგანიზებული ხალხი ხართ და თქვენს საქმეს პროფესიონალურად ასრულებთ. ეს მასშტაბური ღონისძიება მართლაც კარგად გქონდათ დაგეგმილი. ჩვენს კომპანიას არაერთ ცნობილ კლიენტთან, მათ შორის სამთავრობო ღონისძიებების ორგანიზატორებთან უთანამშრომლია როგორც პოლონეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. მაგრამ იშვიათად შეგვხვედრია თქვენნაირი კარგად მომზადებული და ორგანიზებული ხალხი. ჩვენი მძღოლებისა და სხვა თანამშრომლებისგან იეჰოვას მოწმეებზე მხოლოდ კარგს მოისმენთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ მოგვეცემა თქვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობა“.
ადგილობრივი და-ძმები აეროპორტში გულთბილად ეგებებიან დელეგატებს
და-ძმები პარასკევ დილით სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე
ვარშავის ლეგიას მუნიციპალური სტადიონი
ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა გერიტ ლოში პარასკევს დასკვნით მოხსენებას წარმოთქვამს
ნათლობა
და-ძმები ყურადღებით უსმენენ კონგრესის პროგრამას
ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი დელეგატები სტადიონის ტერიტორიაზე ფოტოებს იღებენ
კვირა დღეს სპეციალური სრული დროით მსახურები მოედანზე აუდიტორიასთან ერთად დასკვნით სიმღერას მღერიან
საღამოს ღონისძიებაზე ჩვენი დაიკოები დელეგატებისთვის მღერიან
საღამოს ღონისძიებაზე და-ძმები ტრადიციულ პოლონურ ცეკვას ასრულებენ