2017 წლის 3 ნოემბერი
პორტუგალია
გამანადგურებელი ხანძარი პორტუგალიაში
მაღალი ტემპერატურისა და გვალვის შედეგად პორტუგალიაში ტყის მასივებს ხანძარი მოედო. ეს იყო ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი ქვეყნის ისტორიაში. ივნისში ხანძრის შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი, ხოლო ოქტომბერში — 45. ოქტომბრის შუა რიცხვებში ხანძრის კერების რაოდენობამ 523-ს მიაღწია. ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება, რომ წელს ტყის ხანძარმა დაახლოებით 520 000 ჰექტარი გადაწვა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ წელს განადგურებული ფართობის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 83 000-ზე მეტ ჰექტარს შეადგენდა, 6-ჯერ აღემატება.
პორტუგალიაში მდებარე ფილიალიდან მოწოდებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიღუპა ერთი ჩვენი ძმა და მისი ნათესავი, რომელიც ოთხი წლის იყო. ხანძარმა დააზიანა და ან სრულიად გაანადგურა რამდენიმე და-ძმის სახლი, სახნავ-სათესი მიწები და სამუშაო იარაღები. გარდა ამისა, ხანძრის შედეგად დაიხოცა ზოგი საქონელიც. ადგილობრივი და-ძმები ეხმარებიან ერთმანეთს გაწმენდით სამუშაოებში — გააქვთ დამწვარი ხეები და ნაგავი.
დაზარალებული და-ძმებისთვის დახმარების აღმოსაჩენად ძმებმა ჩამოაყალიბეს დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი. გარდა ამისა, პორტუგალიის ფილიალის კომიტეტის ორი წევრი და სარაიონო ზედამხედველები ადგილობრივ უხუცესებთან ერთად ინახულებენ და-ძმებს და ამხნევებენ მათ.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც ანუგეშოს და გააძლიეროს ჩვენი და-ძმები პორტუგალიაში, რომელთაც ხანძარმა დიდი ზარალი მიაყენა (ფსალმუნი 71:21).
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
პორტუგალია: ჟუან პედრო კანდეიასი, ტელ. +351-214-604-339