არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 15 იანვარი
პუერტო-რიკო

ძლიერი მიწისძვრა პუერტო-რიკოში

ძლიერი მიწისძვრა პუერტო-რიკოში

2020 წლის 7 იანვარს პუერტო-რიკოში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით მცირე ბიძგი მოჰყვა. 11 იანვარს კიდევ განმეორდა მიწისძვრა, ამჯერად 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის.

კასტანერ-ლარესის კრება ელექტროენერგიის უქონლობის მიუხედავად შეხვედრებს ატარებს

სტიქიის გამო ბევრი რაიონი დღემდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მრავალი ადამიანი ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეებს. შეერთებული შტატების ფილიალის ცნობით, არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი არ დაღუპულა და არც დაშავებულა. თუმცა 248 იეჰოვას მოწმეს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. გარდა ამისა, დაინგრა ჩვენი თანაქრისტიანების 8 სახლი, 70 კი დაზიანდა. დაზიანდა აგრეთვე 10 სამეფო დარბაზი. დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ადგილობრივ სარაიონო ზედამხედველებთან ერთად ორგანიზებას უწევს დაზარალებული და-ძმების ემოციური და ფიზიკური დახმარების საქმეს.

შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, ჩვენი და-ძმები განაგრძობენ სულიერ რეჟიმში ცხოვრებას. ძმა რობერტ ჰენდრიკი, რომელიც ზედამხედველობას უწევს შეერთებული შტატების ფილიალის საინფორმაციო განყოფილებას, აღნიშნავს: „პუერტო-რიკოსთვის ამგვარი სტიქია უჩვეულოა. ამიტომ ამ მიწისძვრებმა გარკვეული საწუხარი გაუჩინა და-ძმებს. თუმცა ძალიან გვიხარია, როცა მათ დადებით განწყობას ვხედავთ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, დაესწრონ კრებებს და იმსახურონ ველზე მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგია და წყალი დღემდე არ მიეწოდებათ. უხუცესები კოლოსალურ შრომას ეწევიან დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად და გასამხნევებლად“.

ბევრი და-ძმა ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეებს იმის შიშით, რომ მიწისძვრა კვლავ არ განმეორდეს

ძალიან გვამხნევებს იმის დანახვა, რომ ჩვენი და-ძმები სტიქიური უბედურების დროსაც კი აფასებენ სულიერს. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ მისცეს მათ სულის სიმშვიდე (ფსალმუნი 119:165).