არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანდრეი კოლესნიჩენკო

2021 წლის 24 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | ანდრეი კოლესნიჩენკოს ღვთის შემოქმედებაზე დაკვირვება აძლიერებს

განახლებული ინფორმაცია | ანდრეი კოლესნიჩენკოს ღვთის შემოქმედებაზე დაკვირვება აძლიერებს

ამა წლის 30 ივნისს ტომსკის საოლქო სასამართლომ შეცვალა ანდრეი კოლესნიჩენკოსთვის გამოტანილი განაჩენი და მისთვის მისჯილი ოთხწლიანი პატიმრობა იმავე ვადით პირობითი სასჯელით შეცვალა. ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს ციხიდან.

2022 წლის 19 იანვარს სევერსკის საქალაქო სასამართლომ (ტომსკის ოლქი) დამნაშავედ ცნო ანდრეი და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 7 ივლისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა ანდრეის საქმეზე.

  2. 2021 წლის 21 მაისი

    ანდრეის ბრალად დასდეს იეჰოვას მოწმეების შეხვედრებში მონაწილეობა.

  3. 2021 წლის 25 მარტი

    ანდრეის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  4. 2020 წლის 14 ივლისი

    ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ანდრეის და იეჰოვას მოწმეების კიდევ 5 სახლში ჩაატარეს ჩხრეკა.

ზოგადი ინფორმაცია

როცა რუსეთში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებზე ვფიქრობთ, რომლებიც ბოლომდე ენდობიან იეჰოვას, ჩვენც გვემატება გაბედულება, რომ უფრო მეტი შემართებით ვაუწყოთ ღვთის სიტყვა (ფილიპელები 1:13, 14).