2022 წლის 31 აგვისტო | განახლებული ინფორმაცია: 2023 წლის 26 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | „იეჰოვამ ისეთი მეგობრები მაჩუქა, რომელთაც არაფერი აშინებთ“
2023 წლის 24 იანვარს კუზნეცკის რაიონულმა სასამართლომ (კემეროვოს ოლქი) დამნაშავედ ცნო სერგეი სუშილნიკოვი და ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
დროის დიაგრამა
2019 წლის ნოემბერი
სერგეის სახლში გამომძიებლებმა ფარულად დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერები და დაიწყეს მისი სატელეფონო საუბრების მოსმენა.
2021 წლის 3 ივნისი
მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2021 წლის 8 ივნისი
გაჩხრიკეს სერგეის სახლი, რის შემდეგაც ის და მისი მეუღლე განყოფილებაში გადაიყვანეს.
2021 წლის 15 ივლისი
სერგეი დაამატეს ტერორისტთა სიას და დაუბლოკეს საბანკო ანგარიშები.
2022 წლის 8 თებერვალი
მას ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ კვლავაც მონაწილეობდა ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში და ორგანიზებას უწევდა მას. სერგეის გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2022 წლის 30 მარტი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
ძალიან გვამხნევებს იმის დანახვა, რომ იეჰოვა ყოველთვის მხარში უდგას თავის ერთგულ მსახურებს (ფსალმუნი 46:1).