არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ირინა სიდოროვა, მატრიონა სპირიადი და ალექსანდრე ვერგუნოვი

2021 წლის 28 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | იეჰოვას ერთგული მსახურები მის მხარდაჭერას გრძნობენ

განახლებული ინფორმაცია | იეჰოვას ერთგული მსახურები მის მხარდაჭერას გრძნობენ

ამა წლის 4 აპრილს აბაკანის საქალაქო სასამართლომ (ხაკასეთის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო მატრიონა სპირიადი და ალექსანდრე ვერგუნოვი და თითოეულს ორწელიწადნახევრიანი ვადით პირობითი მსჯავრი შეუფარდა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ბრალდებული, ირინა სიდოროვა, საქმის მსვლელობის დროს გარდაიცვალა. მატრიონასა და ალექსანდრესთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 30 მარტი

    სამართალდამცავებმა ჩხრეკა მოაწყეს მატრიონას და ალექსანდრეს ბინებში.

  2. 2020 წლის 17 ივლისი

    ირინა პოსტოპერაციული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

  3. 2020 წლის 20 მაისი

    სამართალდამცავებმა დაკითხეს ირინა როგორც ექსტრემისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირი.

  4. 2020 წლის 19 მაისი

    სამართალდამცავებმა დაკითხეს ალექსანდრე როგორც ექსტრემისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირი.

  5. 2020 წლის 20 აპრილი

    ალექსანდრეს, ირინასა და მატრიონას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ზოგადი ინფორმაცია

ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა ამჩნევს და აფასებს თითოეულ ერთგულ მსახურს. ვიცით, რომ ამ ძვირფას და-ძმებს ის არასდროს მოაკლებს მზრუნველობას (ესაია 49:15).