არჩეულ მასალაზე გადასვლა

კირილ ევსტიგნეევი

2022 წლის 13 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | კირილ ევსტიგნეევს იეჰოვასადმი ნდობა ეხმარება, შეინარჩუნოს ერთგულება

განახლებული ინფორმაცია | კირილ ევსტიგნეევს იეჰოვასადმი ნდობა ეხმარება, შეინარჩუნოს ერთგულება

ამა წლის 1 აგვისტოს ნიჟნი-ნოვგოროდის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კირილ ევსტიგნეევის საჩივარი. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2022 წლის 12 მაისს ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ (ნიჟნი-ნოვგოროდი) დამნაშავედ ცნო კირილი და სამი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 8 ოქტომბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა. კირილმა მოსამართლეს სიტყვით მიმართა და აუხსნა, რომ შეკრება, რომელსაც ესწრებოდა, მეგობრების თავყრილობა იყო და არა რელიგიური შეხვედრა.

  2. 2021 წლის 24 აგვისტო

    კირილს გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.

  3. 2020 წლის 2 სექტემბერი

    კირილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მას ბრალად დასდეს „ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსება“, რადგან საკონფერენციო ოთახი მას ჰქონდა დაქირავებული.

  4. 2019 წლის 11 ივლისი

    სამართალდამცავებმა ეჭვი კირილზე მიიტანეს, რადგან საკონფერენციო ოთახის დაქირავების დროს გაფორმებულ კონტრაქტზე მისი ხელმოწერა იყო. ამის შემდეგ მისი სახლი გაჩხრიკეს.

  5. 2019 წლის 4 ივნისი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „დაუდგენელი პირების“ წინააღმდეგ.

  6. 2019 წლის აპრილი

    კირილმა და რამდენიმე იეჰოვას მოწმემ ნიჟნი-ნოვგოროდში საკონფერენციო ოთახი დაიქირავეს მეგობრული შეკრების მოსაწყობად.

ბიოგრაფია

გაბედულებას გვმატებს კირილისა და მისი მეუღლის, აგრეთვე რუსეთსა და ყირიმში მცხოვრები იეჰოვას ყველა ერთგული მსახურის მაგალითი (ფილიპელები 1:13, 14).