2022 წლის 20 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია | მაქსიმ ზავრაჟნოვი დადებით განწყობას ინარჩუნებს
2022 წლის 30 მაისს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ (ნიჟნი-ნოვგოროდი) დამნაშავედ ცნო ძმა მაქსიმ ზავრაჟნოვი და 6 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
დროის დიაგრამა
2019 წლის 4 ივნისი
მაქსიმის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2019 წლის 17 ივლისი
მას ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობა დასდეს ბრალად. ის დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამე ჰყავდათ დაკავებული.
2019 წლის 18 ივლისი
მაქსიმს დაუწესეს შეზღუდვები, კერძოდ აუკრძალეს ტელეფონის და ინტერნეტის გამოყენება და სახლიდან გასვლა საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე.
2020 წლის 3 თებერვალი
მაქსიმს მოეხსნა შეზღუდვები.
2020 წლის 26 თებერვალი
მას აუკრძალეს საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება.
2021 წლის 6 დეკემბერი
დაიწყო მისი საქმის განხილვა.
ზოგადი ინფორმაცია
რუსეთსა და ყირიმში ჩვენი ძვირფასი და-ძმების დევნა დღემდე გრძელდება, თუმცა იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა კიდევ უფრო ძლიერდება. ვიცით, რომ ის არასოდეს მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს (ებრაელები 13:5).