2022 წლის 15 ივნისი | განახლებული ინფორმაცია: 2022 წლის 23 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია — საქმის გასაჩივრება | გალინა კობელევა ხელიდან არ უშვებს სასამართლოში ქადაგების შესაძლებლობას
2022 წლის 21 დეკემბერს პრიმორიეს სამხარეო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გალინა კობელევას საჩივარი. მას აღარ მოუწევს სასამართლო ხარჯების დაფარვა, თუმცა ძალაში დარჩა მის წინააღმდეგ გამოტანილი პირობითი სასჯელი.
2022 წლის 20 ოქტომბერს ლესოზავოდსკის რაიონულმა სასამართლომ (პრიმორიეს მხარე) დამნაშავედ ცნო გალინა კობელევა და ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
დროის დიაგრამა
2020 წლის 12 მაისი
პრიმორიეს მხარეში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს იეჰოვას მოწმეების ოთხ ბინაში, მათ შორის გალინას სახლში. გალინა და მისი ვაჟი, სერგეი კობელევი, დაჰკითხეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
2021 წლის 8 მარტი
გალინას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მას ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში თანამონაწილეობა.
2021 წლის 7 აპრილი
მას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2021 წლის 29 ოქტომბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
გვახარებს იმის დანახვა, თუ როგორ უჭერს მხარს იეჰოვა გალინას და სხვა თავის ერთგულ მსახურებს, რომლებიც გაბედულად აცხადებენ ღვთის სახელს (2 სამუელი 22:18—21).