არჩეულ მასალაზე გადასვლა

პავლე პოპოვი

2022 წლის 25 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | „შიშის არანაირი საფუძველი არ გვაქვს“

განახლებული ინფორმაცია | „შიშის არანაირი საფუძველი არ გვაქვს“

2022 წლის 25 მაისს ტრაქტოროზავოდსკის რაიონულმა სასამართლომ (ჩელიაბინსკის ოლქი) დამნაშავედ ცნო ძმა პავლე პოპოვი და 6 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 26 მარტი

    ათკაციანი შეიარაღებული ჯგუფი პავლეს სახლში შეიჭრა და ჩხრეკა ჩაატარა.

  2. 2021 წლის 22 აპრილი

    მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  3. 2021 წლის 18 მაისი

    პოლიციამ მეორედ მოაწყო ჩხრეკა პავლეს სახლში. მისი მეუღლე ირინა და 13 წლის ქალიშვილი დასაკითხად გადაიყვანეს.

  4. 2021 წლის 31 აგვისტო

    პავლე შეიყვანეს ექსტრემისტთა და ტერორისტთა სიაში.

  5. 2021 წლის 29 ნოემბერი

    დაიწყო სასამართლო პროცესები.

ზოგადი ინფორმაცია

გვჯერა, იეჰოვა კვლავ დაუჭერს მხარს თავის ერთგულ მსახურებს, რომლებიც უშიშრად ინარჩუნებენ მტკიცე პოზიციას განსაცდელების პირისპირ (2 სამუელი 22:19—21).