2020 წლის 28 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო უარს აცხადებს ძმა კონსტანტინ ბაჟენოვის ვადამდელ გათავისუფლებაზე
2020 წლის 28 ოქტომბერს დიმიტროვგრადის საქალაქო სასამართლომ (ულიანოვსკის ოლქი) უარი განაცხადა ძმა კონსტანტინ ბაჟენოვის ვადამდელ გათავისუფლებაზე და დარჩენილი ვადის სანაცვლოდ ჯარიმის გადახდაზე. ძმა კონსტანტინ ბაჟენოვს ათი დღე აქვს გასაჩივრებისთვის.
2018 წლის ივნისში, როცა ძმა ბაჟენოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ძალიან შეშინებული იყო. მიუხედავად ამისა, გადაწყვიტა, ბიბლიური მუხლების ჩანაწერი გაეკეთებინა. მან დაახლოებით 500 მუხლის გახსენება შეძლო. რაღაც დროის შემდეგ, ბიბლიაც ჩაუვარდა ხელში და ოთხ თვეში თავიდან ბოლომდე წაიკითხა. ძმა ბაჟენოვი წერილებს წერდა, რომელთა მეშვეობითაც ბიბლიაში აღმოჩენილ გამამხნევებელ აზრებს უზიარებდა სხვებს. გარდა ამისა, ის მღეროდა სამეფოს სიმღერებს და გამუდმებით მიმართავდა იეჰოვას ლოცვით.
ძმა ბაჟენოვმა 340 დღეზე მეტი გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში. სულიერ განრიგს იგი მას შემდეგაც მიჰყვებოდა, რაც 2019 წლის სექტემბერში დამნაშავედ ცნეს და სამწელიწადნახევრიანი პატიმრობა შეუფარდეს. იეჰოვას დახმარებით ძმა კონსტანტინ ბაჟენოვმა მოახერხა საკანში გახსენების საღამოს აღნიშვნა. იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის წყალობით ის სიხარულით იტანს დევნას. მოდი, კვლავ მოვიხსენიოთ ძმა კონსტანტინ ბაჟენოვი ჩვენს ლოცვებში.