2020 წლის 23 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო ჯარიმას აკისრებს ძმა ანატოლი ტოკარევს
განახლებული ინფორმაცია | რუსეთის საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმა ანატოლი ტოკარევის საჩივარი
2021 წლის 30 ნოემბერს რუსეთის საერთო იურისდიქციის მეექვსე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანატოლი ტოკარევის საჩივარი და ძალაში დატოვა თავდაპირველი გადაწყვეტილება.
2020 წლის 23 ოქტომბერს ქალაქ კიროვში მდებარე ოქტიაბრსკის რაიონულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ძმა ანატოლი ტოკარევს და დააკისრა ჯარიმა 500 000 რუბლის (6 552 აშშ დოლარი) ოდენობით. მას ათი დღე აქვს განაჩენის გასასაჩივრებლად.
სასამართლოს წინაშე წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაში ძმა ანატოლიმ გაბედულად განაცხადა: „ჩემი სასამართლო საქმის განხილვის პროცესში სამართალდამცავები, ფაქტობრივად, მეუბნებოდნენ, რომ, თუ რწმენას არ უარვყოფდი, მკაცრად და საჯაროდ დამსჯიდნენ ... თქვენო ღირსებავ, სასამართლოზე პირველივე დღეს ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ მე არ უარვყოფ ღვთისადმი რწმენას ... რა თქმა უნდა, მეც, ისევე როგორც სხვა იეჰოვას მოწმეებს, შიშის გრძნობა მეუფლება, როცა ციხითა და სიკვდილით მემუქრებიან. როცა „ექსტრემისტის“ იარლიყს მაკრავენ, ამით სახალხოდ მილახავენ რეპუტაციას, მაშინ როცა ცუდი არაფერი ჩამიდენია. თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენო ღირსებავ, მე არ უარვყოფ ღმერთს და ვერ დავკარგავ მის კეთილგანწყობას“.