2020 წლის 18 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთში ძმა ევგენი აქსენოვი გაასამართლეს და ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს
2020 წლის 18 თებერვალს ქალაქ ხაბაროვსკში (რუსეთი) მდებარე ჟელეზნოდოროჟნიეს საოლქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა ევგენი აქსენოვი და ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. თუ ამ ორი წლის განმავლობაში ძმა ევგენი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს ან ჩაიდენს რაიმე დანაშაულს, მას საპატიმროში ჩასვამენ. სასჯელის ვადის პირველი ექვსი თვის მანძილზე მას პრობაციის სამსახური გაუწევს მეთვალყურეობას. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ის ყოველთვე უნდა გამოცხადდეს ადგილობრივ განყოფილებაში და გაიაროს რეგისტრაცია. გარდა ამისა, პრობაციის პერიოდის განმავლობაში მას არ აქვს უფლება, დატოვოს თავისი ქალაქი, ხაბაროვსკი და გავიდეს საკუთარი სახლიდან საღამოობით. ძმა ევგენი აქსენოვი გაასაჩივრებს აღნიშნულ განაჩენს.