არჩეულ მასალაზე გადასვლა

იური იაკოვლევი

9 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 20 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „ახლა უფრო მეტად ვხარობ, ვიდრე ოდესმე“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „ახლა უფრო მეტად ვხარობ, ვიდრე ოდესმე“

2023 წლის 17 მარტს სოსნოვობორსკის საქალაქო სასამართლომ (კრასნოიარსკის მხარე) დამნაშავედ ცნო იური იაკოვლევი და ექვსი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში 2022 წლის მარტიდან იმყოფებოდა.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით

    სამართალდამცავებმა დაიწყეს იურის თვალთვალი და მისი სატელეფონო საუბრების მოსმენა.

  2. 2022 წლის 28 მარტი

    მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მას ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის შეხვედრების ორგანიზება ვიდეოკონფერენციების მეშვეობით. გამომძიებელმა ჩხრეკის ორდერის გარეშე ჩაატარა ჩხრეკა იურის სახლში.

  3. 2022 წლის 29 მარტი

    ჩხრეკა ჩატარდა კიდევ ხუთი იეჰოვას მოწმის სახლში, აგრეთვე, იმ მამაკაცის ბინაში, ვისაც იური ბიბლიას ასწავლიდა. იური დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

  4. 2022 წლის 30 მარტი

    იური დროებითი მოთავსების იზოლატორში გაგზავნეს.

  5. 2022 წლის 20 ივნისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

გვჯერა, იეჰოვა კვლავაც მხარს დაუჭერს და გააძლიერებს თავის ერთგულ მსახურებს, რომელთაც მისი იმედი აქვთ (ესაია 40:31).