6 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 19 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „იეჰოვასადმი ნდობა დღითი დღე მიმტკიცდება“
2023 წლის 18 აპრილს ნევინომისკის საქალაქო სასამართლომ (სტავროპოლის მხარე) დამნაშავედ ცნო სერგეი კუზნეცოვი და 6-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
რწმენას გვიმტკიცებს იმის ცოდნა, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა სერგეიზე. ეს გვარწმუნებს, რომ მას არც ჩვენი გასაჭირი რჩება შეუმჩნეველი და ნებისმიერი განსაცდელის დროს ხელში აყვანილს გვატარებს (ესაია 63:9).
დროის დიაგრამა
2018 წლის 21 ნოემბერი
ნევინომისკში მოეწყო იეჰოვას მოწმეთა სახლების მასობრივი რეიდები, მათ შორის სერგეის ბინაშიც.
2019 წლის 12 დეკემბერი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2020 წლის 18 ივნისი
შეიყვანეს ექსტრემისტების სიაში.
2022 წლის 31 მაისი
დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2022 წლის 7 სექტემბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.