12 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2024 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 25 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „იეჰოვას ისე ვემსახურებით, როგორც ერთი გუნდი“
2024 წლის 24 ივლისს სოვიეტსკის რაიონულმა სასამართლომ (ქალაქი ორიოლი) დამნაშავედ ცნო დიმიტრი იგნატოვი და ორწლიანი იძულებითი შრომა დააკისრა შრომა-გასწორების კოლონიაში. დიმიტრი შრომა-გასწორების კოლონიაში იცხოვრებს და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს შეასრულებს. ამ დროის მანძილზე სახელმწიფო მას ხელფასის 5 პროცენტს დაუქვითავს.
ზოგადი ინფორმაცია
ძალიან გამამხნევებელია დიმიტრისა და დარიას შემთხვევა. მათი მაგალითი შეგვახსენებს, რომ თუ „ზეციურზე“ ვიფიქრებთ, განსაცდელების დროსაც შევინარჩუნებთ მტკიცე რწმენას (კოლოსელები 3:2).
დროის დიაგრამა
2020 წლის 9 დეკემბერი
გაჩხრიკეს დიმიტრისა და დარიას ბინა.
2021 წლის 28 ოქტომბერი
დიმიტრის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2023 წლის 13 სექტემბერი
მორიგი ჩხრეკა ჩაატარეს დიმიტრისა და დარიას ბინაში.
2024 წლის 4 მარტი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.