27 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 24 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „იეჰოვა თავის მზრუნველობას არ მომაკლებს“
2024 წლის 23 სექტემბერს ძერჟინსკის რაიონულმა სასამართლომ (იაროსლავლი) გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ძმა ანტონ კოკოვინს და დააკისრა ჯარიმა 75 000 რუბლის (806 აშშ დოლარი) ოდენობით.
ზოგადი ინფორმაცია
გვჯერა, იეჰოვა უხვად დააჯილდოებს მათ, ვინც მას გულმოდგინედ ეძებს და მხარს უჭერს მის უზენაესობას (ებრაელები 11:6).
დროის დიაგრამა
2022 წლის 18 მაისი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2022 წლის 19 მაისი
გაჩხრიკეს ანტონის სახლი და დაკითხეს.
2022 წლის 6 ივნისი
ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2023 წლის 29 მაისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.