არჩეულ მასალაზე გადასვლა

ინვერ სიუხოვი

18 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 12 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ინვერ სიუხოვი იეჰოვას მხარდაჭერას გრძნობს

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ინვერ სიუხოვი იეჰოვას მხარდაჭერას გრძნობს

2024 წლის 7 მარტს მაიკოპის საქალაქო სასამართლომ (ადიღეს რესპუბლიკა) განაჩენი გამოიტანა ინვერ სიუხოვის საქმეზე და მას ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინვერი წინასწარ პატიმრობაში 2021 წლის აპრილიდან იმყოფებოდა.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 15 აპრილი

    ინვერს ბრალად დასდეს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით კრების შეხვედრების ჩატარება.

  2. 2021 წლის 16 აპრილი

    სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ინვერის სახლი, აგრეთვე სხვა ოთხი იეჰოვას მოწმის ბინა. ინვერი დაკითხეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

  3. 2021 წლის 17 აპრილი

    ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  4. 2021 წლის 15 აგვისტო

    ინვერი მაიკოპიდან 110 კილომეტრის მოშორებით მდებარე იზოლატორში გადაიყვანეს.

  5. 2021 წლის 13 სექტემბერი

    დაიწყო მისი საქმის განხილვა.

ზოგადი ინფორმაცია

გვჯერა, რომ რუსეთში მცხოვრები ჩვენი ძვირფასი და-ძმები გაძლიერდებიან უფალში „მისი განუზომელი ძალის წყალობით“ (ეფესოელები 6:10).

a ინტერვიუ აღებულია ინვერის დისგან, რადგან ინვერი ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია და მასთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა.