არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: სერგეი აშიხმინი, მაქსიმ დერენდიაევი და ალექსანდრე კუტინი

8 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2022| ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 13 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | მათ ლოცვა აძლიერებთ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | მათ ლოცვა აძლიერებთ

2024 წლის 13 მაისს პერვომაისკის რაიონულმა სასამართლომ (იჟევსკი) დამნაშავედ ცნო სერგეი აშიხმინი, მაქსიმ დერენდიაევი და ალექსანდრე კუტინი. სამივე მათგანს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ისინი სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 14 აპრილი

    ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეთა, სულ მცირე, 12 სახლი გაჩხრიკეს. სერგეის 7 საათის განმავლობაში დაკითხვას უწყობდნენ. მაქსიმი და ალექსანდრე განყოფილებაში გადაიყვანეს.

  2. 2021 წლის 15 აპრილი

    მაქსიმი და ალექსანდრე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  3. 2021 წლის 29 აპრილი

    ალექსანდრე გაათავისუფლეს.

  4. 2021 წლის 14 მაისი

    ალექსანდრე შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  5. 2021 წლის 9 ივლისი

    მაქსიმი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  6. 2022 წლის 14 მარტი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

ჩვენი და-ძმები, რომლებიც უსამართლობას ხვდებიან, სრულად ენდობიან იეჰოვას, რომელიც გვარწმუნებს: „ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ!“ (ესაია 43:5).