25 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 23 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „სიხარული მეხმარება, არ შევწყვიტო წინსვლა“
2023 წლის 23 ოქტომბერს ზავოდსკის რაიონულმა სასამართლომ (კემეროვოს ოლქი) დამნაშავედ ცნო ვლადიმერ ბაიკალოვი და 6 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
დარწმუნებული ვართ, იეჰოვა კვლავაც გააძლიერებს თავის ერთგულ მსახურებს, რომლებიც განსაცდელების დროსაც კი არ კარგავენ სიხარულს (იაკობი 1:2, 3).
დროის დიაგრამა
2022 წლის 2 თებერვალი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2022 წლის 3 თებერვალი
ვლადიმერის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა.
2022 წლის 26 ოქტომბერი
ვლადიმერს წაუყენეს ბრალი და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2022 წლის 30 ნოემბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.