არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ: ვლადიმერ კოჩნევი თავის მეუღლესთან, გალინასთან, ერთად და ვლადისლავ კოლბანოვი. ქვემოთ: პაველ ლეკონცევი და მისი მეუღლე ოქსანა, სერგეი ლოგუნოვი და მისი მეუღლე ლარისა და ნიკოლაი ჟუგინი და მისი მეუღლე გალინა

1 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2021 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 29 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ხუთ ძმას გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე გაუძლოს უსამართლო დევნას

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ხუთ ძმას გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე გაუძლოს უსამართლო დევნას

2023 წლის 28 აგვისტოს პრომიშლენის რაიონულმა სასამართლომ (ორენბურგი) დამნაშავედ ცნო ვლადიმერ კოჩნევი, ვლადისლავ კოლბანოვი, პაველ ლეკონცევი, სერგეი ლოგუნოვი და ნიკოლაი ჟუგინი და თითოეულს პირობითი სასჯელი შეუფარდა, რომელიც განისაზღვრა ორწელიწად-ნახევრიდან სამწელიწად-ნახევრამდე ვადით. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 1 მარტი

    პროკურატურისთვის საქმის დაბრუნებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ პრომიშლენის რაიონულმა სასამართლომ განაახლა საქმის მოსმენა.

  2. 2020 წლის 14 იანვარი

    საქმე პროკურატურას დაუბრუნდა, რადგან ბრალდების შინაარსი ბუნდოვანი იყო.

  3. 2018 წლის 3 აგვისტო

    79 დღის შემდეგ ვლადიმერი გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  4. 2018 წლის 16 მაისი

    სამართალდამცავებმა ორენბურგში 19 სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. ვლადიმერი და ვლადისლავი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ვლადისლავი სამი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

  5. 2018 წლის 14 მაისი

    ორენბურგის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელობამ საქმე აღძრა ხუთი ძმის წინააღმდეგ.

ზოგადი ინფორმაცია

მართალია, ამ ძმების სამართლებრივი დევნა უკვე სამია წელია გრძელდება, მაგრამ ისინი ნამდვილად არ აპირებენ ფარ-ხმლის დაყრას. ისიც ნათელია, რომ მათ ერთგულებას იეჰოვაც ერთგულებით პასუხობს (2 სამუელი 22:26).