არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 11 ივლისი
საბერძნეთი

საბერძნეთი, ათენი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

საბერძნეთი, ათენი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
  • თარიღი: 5—7 ივლისი, 2019

  • ადგილი: ათენის ოლიმპიური სტადიონი

  • ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ალბანური, ბერძნული, ბერძნული ჟესტური, ბოშური (სამხრეთ საბერძნეთი), ინგლისური, რუსული

  • დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 36 873

  • მონათლულთა რაოდენობა: 406

  • სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 6 000

  • მიწვეული ფილიალები: ავსტრალაზია, ალბანეთი, ბულგარეთი, თურქეთი, იაპონია, სომხეთი, ფიჯი, შეერთებული შტატები, ჩრდილოეთი მაკედონია, ცენტრალური ამერიკა, ცენტრალური ევროპა, ყირგიზეთი

  • ადგილობრივი შემთხვევა: ტურისტული სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ასეთი სიტყვები თქვა: „რაც თავი მახსოვს, ამ სფეროში ვმუშაობ და არსად არასოდროს მინახავს, ასეთი ორგანიზება გაეწიოთ ტურისტებისთვის. გუშინ გაკვირდებოდით და გაოცებას ვერ ვმალავდი. თქვენ სულ რამდენიმე საათში ორგანიზება გაუწიეთ 2 600 ადამიანს, თანაც ისე, რომ ბევრ პროფესიონალს შეშურდებოდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თქვენი ღიმილია. წლებია ამ საქმით ვარ დაკავებული და მერწმუნეთ, საუკეთესოდ შემიძლია განვასხვავო ერთმანეთისგან „პროფესიული“ და გულწრფელი ღიმილი. თქვენი ღიმილი ნამდვილად გულიდან მომდინარე ღიმილია“.

 

4 000-ზე მეტი მოხალისე კონგრესისთვის ამზადებს სტადიონს.

ბავშვები ეგებებიან საბერძნეთში ჩასულ სტუმრებს.

კონგრესზე მოინათლა 406 ადამიანი.

დები სურათს იღებენ ბოშურენოვან სექციაში. საბერძნეთში ეს პირველი საერთაშორისო კონგრესი იყო, რომლის პროგრამა ბოშურ ენაზეც მიმდინარეობდა.

სტუმრები ქადაგებენ ადგილობრივ და-ძმებთან ერთად.

დელეგატები ათვალიერებენ ანტიკური საბერძნეთის არქიტექტურულ ნანგრევებს.

საღამოს ღონისძიებაზე წარმოდგენილი ბიბლიური დრამა, რომელშიც ასახულია მოციქული პავლეს მსახურება საბერძნეთში.

მონაწილეებმა სტუმრებისთვის შეასრულეს პოპულარული ბერძნული ცეკვა „სირტაკი“.

და უკრავს ტრადიციულ ბერძნულ სიმებიან საკრავზე, „ბუზუკზე“.

დელეგატები სწავლობენ ბერძნულ სიტყვებს.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა დეივიდ სპლეინი, კონგრესის მესამე დღეს წარმოთქვამს ბოლო მოხსენებას, რომელიც ბერძნულ ენაზე ითარგმნება.

ბოლო დღეს სპეციალური სრული დროით მსახურები ემშვიდობებიან კონგრესის დელეგატებს.