არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 22 აგვისტო
სიერა-ლეონე

დამანგრეველი მეწყერი სიერა-ლეონეში

დამანგრეველი მეწყერი სიერა-ლეონეში

2017 წლის 14 აგვისტოს, დილით, სიერა-ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნში წყალდიდობამ და ჩამოწოლილმა მეწყერმა სახლები, გზები და მაღაზიები სერიოზულად დააზიანა. ოფიციალური ცნობების თანახმად, გარდაცვლილია 400-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 600 კი დაკარგულად ითვლება. ხელისუფლება შიშობს, რომ თუ წვიმები გაგრძელდება, სტიქია კიდევ უფრო მეტ ზარალს მიაყენებს მოსახლეობას.

სიერა-ლეონეში იეჰოვას მოწმეების ფილიალი იტყობინება, რომ სტიქიის შედეგად არცერთი იეჰოვას მოწმე სერიოზულად არ დაშავებულა. თუმცა მოწმეთა ორ ოჯახს საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. ადგილობრივი კრების უხუცესები თანამორწმუნეებს ამხნევებენ და ანუგეშებენ. გარდა ამისა, უხუცესები მათ ინფორმაციას აწვდიან უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით და მითითებებს აძლევენ, როგორ მოიქცნენ წყალდიდობის დროს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

სიერა-ლეონე: კოლინ ატიკი, ტელ. +232-76-67-90-75