არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 12 ნოემბერი
ფილიპინები

ტაიფუნმა „იუტუმ“ ფილიპინებს გადაუარა

ტაიფუნმა „იუტუმ“ ფილიპინებს გადაუარა

სუპერ ტაიფუნი „იუტუ“, რომელმაც 24 ოქტომბერს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს გადაუარა, 30 ოქტომბერს უკვე ფილიპინების უდიდეს კუნძულ ლუსონს მიადგა; სტიქიას შედეგად წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა; მოხდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია; დაღუპულია 11 ადამიანი.

ფილიპინებში არსებული ფილიალი იტყობინება, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არცერთი ჩვენი და-ძმა არ არის. თუმცა დაზიანდა ჩვენი თანაქრისტიანების 73 სახლი და 6 სამეფო დარბაზი. ადგილობრივი ფილიალი ორგანიზებას უწევს დაზარალებულთა დახმარების საქმეს.

ვლოცულობთ ფილიპინებში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებზე, რომელთაც ამ წელს 18-ჯერ დაატყდათ თავს ტაიფუნი. მათთსავით ჩვენც მინდობილნი ვართ ღმერთზე და გვჯერა, რომ ის გაგვაძლიერებს (ფსალმუნი 55:22).