არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 11 სექტემბერი
ფილიპინები

წყალდიდობა ფილიპინებში

წყალდიდობა ფილიპინებში

2019 წლის 28 აგვისტოს ძლიერი წვიმების შედეგად ადიდდა მდინარე ტალომო, რამაც ქალაქ დავაოს დატბორვა გამოიწვია. ოფიციალური მონაცემებით, წყალდიდობის გამო 545 ოჯახის ევაკუცია მოხდა.

ფილიპინების ფილიალის ცნობით სტიქიის შედეგად დაზარალდა 120 მაუწყებელი ხუთი კრებიდან. ბევრმა მაუწყებელმა ადგილობრივ სამეფო დარბაზს შეაფარა თავი. სტიქიამ დაანგრია ჩვენი და-ძმების სამი სახლი, ოთხი კი ნაწილობრივ დააზიანა.

დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად ფილიალმა ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი. ამ კომიტეტმა ორგანიზება გაუწია დაზარალებულთა უზრუნველყოფას საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით. აგრეთვე ორგანიზება გაეწია დატბორილი სახლების გაწმენდით სამუშაოებს.

ვლოცულობთ, რომ ქალაქ დავაოში მცხოვრები ჩვენი და-ძმები კვლავაც ანუგეშოს ძმურმა სიყვარულმა, რომელიც გაჭირვების დროსაც კი უხვად შეიგრძნობა (რომაელები 12:10).