14 ნოემბერი, 2024
ყირგიზეთი
გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ყირგიზულ ენაზე
2024 წლის 9 ნოემბერს ხელმძღვანელის საბჭოს წევრმა, ჯეფრი უინდერმა, გამოაცხადა, რომ ყირგიზულ ენაზე გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია. ამ გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა ყირგიზეთის ფილიალში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე. შეხვედრას ადგილზე 147 ადამიანი ესწრებოდა, ხოლო 3 044 ვიდეოკონფერენციის საშუალებით იყო ჩართული. მთლიანი ბიბლიის ელექტრონული ვერსია და ბიბლიის ზოგიერთი წიგნის აუდიოჩანაწერები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი jw.org-სა და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა. ბეჭდური ვერსიის გამოცემა 2025 წელს იგეგმება.
იეჰოვას მოწმეებმა ყირგიზულ ენაზე ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყეს. ქვეყანაში თითქმის 5 მილიონი ყირგიზულენოვანი ადამიანი ცხოვრობს. ამჟამად ყირგიზეთში 43 კრებასა და ჯგუფში 2 800-ზე მეტი და-ძმა მსახურობს.