არჩეულ მასალაზე გადასვლა

ყირგიზეთი

ყირგიზეთი

ყირგიზეთი

იეჰოვას მოწმეები ყირგიზეთში 1956 წლიდან ეწევიან თავიანთ საქმიანობას. ოფიციალურად კი ისინი 1998 წელს დარეგისტრირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში უხეშად ირღვეოდა მათი რელიგიის თავისუფლების უფლება, დღეს ქვეყანაში მცხოვრებ მოწმეთა უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია.

2013 წლის ნოემბერში უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო პალატამ დაადგინა, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონი ალტერნატიულ სამსახურთან დაკავშირებით არაკონსტიტუციური იყო და მოუწოდა მთავრობას, გადაეხედა კანონისთვის. ყირგიზეთის სასამართლოებმა დაიწყეს საკონსტიტუციო პალატის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების გათვალისწინება და 2014 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეები აღარ ხდებიან დევნის ობიექტები სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. 2015 წლის 29 ივნისს ყირგიზეთმა შეცვალა კანონი სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით და მათ, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე, შესთავაზა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, რომელიც არ არის სამხედრო ძალების დაქვემდებარებაში.

2014 წლის სექტემბერში უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო პალატამ 2008 წელს მიღებული კანონის ზოგიერთი პუნქტი არაკონსტიტუციურად ცნო, რითაც იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და რელიგიის თავისუფლების უფლებას დაუჭირა მხარი. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო კომიტეტი, რომელიც ამ საკითხებითაა დაკავებული, უარს ამბობს, დაემორჩილოს სასამართლოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას და რეგისტრაციაში გაატაროს იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში. ამ რეგისტრაციის არქონის გამო ხელისუფლების ზოგი წარმომადგენელი მოწმეების საქმიანობას უკანონოდ მიიჩნევს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოწმეები მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან და არკვევენ ასეთ გაუგებრობებს, მათ საშუალება ეძლევათ, თავისუფლად შეიკრიბონ თაყვანისცემის ადგილას და თავიანთი რწმენის შესახებ ესაუბრონ სხვებს. მოწმეები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საკონსტიტუციო პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და რეგისტრაციაში გაატარებს იეჰოვას მოწმეების იურიდიულ პირს ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში.