არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 12 თებერვალი
ყირგიზეთი

ყირგიზეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს საქმეს რელიგიის თავისუფლების შესახებ

ყირგიზეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს საქმეს რელიგიის თავისუფლების შესახებ

მალე ყირგიზეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს ორ საქმეს, რომლებიც რელიგიის, ერთად შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას ეხება

  • 2016 წლის 15 თებერვალი. სახელმწიფო კომიტეტმა, რომელიც რელიგიური საკითხებითაა დაკავებული, უარი განაცხადა, რეგისტრაციაში გაეტარებინა იეჰოვას მოწმეთა ოთხი იურიდიული პირი. იეჰოვას მოწმეებმა გაასაჩივრეს კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო პალატის მიერ 2014 წლის 4 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აღნიშნული საქმის თაობაზე.

  • 2016 წლის 24 თებერვალი. ქალაქ ოშის პროკურორმა გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება ოქსანა კორიაკინასა და დედამისის, ნადეჟდა სერგიენკოს, გათავისუფლების შესახებ. სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მხარე გენერალური პროკურატურა იქნება; იეჰოვას მოწმეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ზემოაღნიშნული საჩივრის გამო, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ აშკარად დაირღვა ამ ორი ბრალდებულის კონსტიტუციური უფლებები.