2015 წლის 20 მაისი
შეერთებული შტატები
იეჰოვას მოწმეები შეერთებული შტატების 11 ქალაქში იწყებენ რეგიონულ კონგრესებს „მიჰბაძეთ იესოს!“
ნიუ-იორკი — 2015 წლის 22 მაისს, პარასკევ დილით, დაიწყება იეჰოვას მოწმეების პირველი რეგიონული კონგრესი „მიჰბაძეთ იესოს!“. ამ კვირაში ეს ღონისძიება, რომელზე დასწრებაც უფასოა, 11 სხვადასხვა ადგილას ჩატარდება, მათ შორის ჯერზი-სიტიში (ნიუ-ჯერზი), ისტორიული მნიშვნელობის სტენლის თეატრში (ნაჩვენებია ფოტოზე). მოწმეები მოელიან, რომ კონგრესზე დამსწრეთა რაოდენობა მთლიანობაში 41 000-ს გადააჭარბებს.
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოს (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) წარმომადგენელი, რიჩარდ ბრაუნი აღნიშნავს: «გულთბილად მივესალმებით ყველას, ვინც სურვილს გამოთქვამს, ჩვენთან ერთად დაესწროს რეგიონულ კონგრესს. გვჯერა, რომ ამ კონგრესის პროგრამა ყველასთვის საინტერესო იქნება. ეს სამდღიანი კონგრესი „მიჰბაძეთ იესოს!“, სადაც შთამბეჭდავად იქნება წარმოდგენილი ის, რასაც იესო ასწავლიდა, ყველანაირი კატეგორიის ადამიანისთვის იქნება სასარგებლო».
რეგიონული კონგრესი „მიჰბაძეთ იესოს!“, რომელიც დაიწყება ამა წლის მაისიდან და გაგრძელდება 2016 წლის იანვრამდე, დაახლოებით 5 000-ჯერ ჩატარდება 92 ქვეყანაში. პროგრამა, რომელიც იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელმა საბჭომ მოამზადა, მთლიანად თუ ნაწილობრივ წარმოდგენილი იქნება 347 ენაზე, მათ შორის 55 ჟესტურ ენაზე.
საკონტაქტო პირი:
საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000