17 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
შეერთებული შტატები
ფლორიდას ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს
2024 წლის 9 ოქტომბერს ფლორიდის ყურის სანაპირო ზოლს მესამე კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს და მთელ შტატს დიდი ზიანი მიაყენა. დაახლოებით ორი კვირით ადრე იმავე რეგიონს გამანადგურებელმა ქარიშხალმა „ჰელენმაც“ გადაუარა. „ჰელენის“ მსგავსად ქარიშხალმა „მილტონმაც“ წყალდიდობა გამოიწვია. ქარის სიჩქარე საათში 289 კილომეტრს აღწევდა. ზოგიერთ სანაპიროზე მოსულმა ნალექის დონემ 45 სანტიმეტრს მიაღწია, ხოლო ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღემატებოდა.
ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში, სულ მცირე, 38 ტორნადო გამოიწვია. დაახლოებით 80 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაიღუპა 24 ადამიანი.
დაზარალებული თანაქრისტიანები
არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი არ დაღუპულა.
სერიოზულად დაშავდა 2 მაუწყებელი.
მსუბუქად დაშავდა 4 მაუწყებელი.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 9 949 მაუწყებელს.
დაინგრა 16 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 235 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 1 398 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა იეჰოვას მოწმეების 1 დარბაზი.
30 დარბაზი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და დროებით ვერ ხერხდება მათი გამოყენება.
დაზარალებულთა დახმარება
სტიქიის დაწყებამდე ორი დღით ადრე აშშ-ს ფილიალმა 800-ზე მეტ კრებას გაუგზავნა წერილი სტიქიის ზონაში. წერილში მოცემული იყო რჩევები მათთვის, ვინც საცხოვრებლის დატოვებას გადაწყვეტდა.
სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ ქარიშხალების, „ჰელენის“ და „მილტონის“, შედეგად დაზარალებულ მაუწყებლებს.
სტიქიის ზონაში მცხოვრები თანაქრისტიანებისთვის დახმარების გასაწევად ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების 3 კომიტეტი.
ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინაში (აშშ) მცხოვრები ასობით იეჰოვას მოწმე მზადაა ევაკუირებული თანაქრისტიანების შესაფარებლად.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ დაიცვას და გააძლიეროს სტიქიის ზონაში მცხოვრები თანაქრისტიანები (ესაია 4:6).