არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 8 სექტემბერი
შეერთებული შტატები

თავდაპირველი მონაცემები ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დაზარალებულებზე

თავდაპირველი მონაცემები ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დაზარალებულებზე

2017 წლის 5 სექტემბერს კარიბის ზღვის აუზში მოქცეულ კუნძულებს ძლიერმა ქარიშხალმა „ირმამ“ გადაუარა. იგი ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალია ატლანტის ოკეანეში დაფიქსირებულ ქარიშხლებს შორის. ქარიშხალმა გამანადგურებელი ზიანი მიაყენა ბევრ კუნძულს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არც ერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა. თუმცა დაზიანდა ერთი სამეფო დარბაზი ლა-დეზირადში (გვადელუპა), ერთი სამეფო დარბაზი სენ-ბართელმში და ერთი საკონგრესო დარბაზი სენ-მარტენში.

ქარიშხალმა განსაკუთრებით დააზარალა კუნძული ბარბუდა, სადაც მოსახლეობის თითქმის 50 პროცენტი სახლ-კარის გარეშე დარჩა. კუნძულზე მცხოვრებთ, რომელთა შორის 11 იეჰოვას მოწმეა, ხელისუფლებამ მოუწოდა, კუნძულ ანტიგუაზე გადასულიყვნენ, რადგან ვარაუდობენ, რომ კარიბის ზღვის კუნძულებს რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე“ დაატყდება თავს.

ქარიშხალი „ირმა“ მიემართება ბაჰამის კუნძულების, კუბისა და შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისკენ. ამიტომ ძმები თანამორწმუნეების დასახმარებლად პრევენციულ ზომებს მიმართავენ — წინასწარ გეგმავენ, სად დააბინავებენ იმ და-ძმებს, რომელთაც შეიძლება სახლ-კარის დატოვება მოუწიოთ.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000