2019 წლის 22 ივლისი
შეერთებული შტატები
შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილს ტროპიკული შტორმი „ბერი“ დაატყდა თავს
2019 წლის 13 ივლისს, შაბათს, ლუიზიანას შტატში პირველი კატეგორიის ქარიშხალმა მეწყერი გამოიწვია. ქარიშხალი მალევე ტროპიკულ შტორმად გარდაიქმნა, რომელიც „ბერის“ სახელითაა ცნობილი. შტორმმა ძლიერი ქარი და წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც, ალაბამას, ლუიზიანასა და მისისიპის შტატებში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
შტორმის შედეგად არცერთი და-ძმა არ დაღუპულა და არ დაზარალებულა. თუმცა, 123 მაუწყებელს სახლ-კარის დატოვება მოუწია. შტორმმა იეჰოვას მოწმეების 27 სახლი და 5 სამეფო დარბაზი დააზიანა.
დაზარალებულ და-ძმებს სარაიონო ზედამხედველები და უხუცესები ინახულებენ. გარდა ამისა, მაუწყებლები მეზობელი კრებებიდან ზრუნავენ, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ჰქონდეთ წყალი, საკვები და თავშესაფარი. ადგილობრივმა ძმებმა უკვე გაუწიეს ორგანიზება სარემონტო და აღდგენით სამუშაოებს.
კვლავაც განვაგრძობთ ლოცვას შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში მცხოვრები და-ძმებისთვის, რომლებსაც ტროპიკული შტორმი „ბერის“ შედეგებთან უწევთ გამკლავება (იგავები 18:10).